რეზონანსი
(18.08.2023)

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ სალ­ხი­ნო­ში, ჭად­რე­ბის ხე­ივ­ნის მიმ­დე­ბა­რედ ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რავ 15 წლის მო­ზარდს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით აკო ჯა­ი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა.

ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია..." - წერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მოზარდზე სკოლის პედაგოგი ნუნუ სილაგავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე