რეზონანსი
(18.08.2023)

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, რა დროსაც ჭადრების ხეივნის მონაკვეთზე მას მაღალი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მთავარი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



