რეზონანსი
(18.08.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირის ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

მიმდინარე კვირის ბოლოს ჰაერის ტემპერატურა წინა კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

შედარებით დაბალი ტემპერატურა მოსადნელი შემდეგი კვირის ბოლოსთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე