რეზონანსი
(17.08.2023)

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



