რეზონანსი
(17.08.2023)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოვში დაკარგული სალომე ხეთაგურის ცხედარი პროზექტურაში მამამ ამოიცნო. მეგობრები ოპტიმიზმს არ კარგავდნენ და მის ცოცხლად პოვნას ბევრი დღის განმავლობაში ელოდნენ.

ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში ცხედრის ამოცნობამდე უმძიმეს წერილს ავრცელებს:

„სულგეუბნებოდი ჩემი მზეცხარ, მთვარეც და ვარსკვლავებიცთქო… და ახლა მართლა ცაში უნდა გეძებო? არაა!!! ასე უბრალოდ ვერ დაგვტოვებდი, მე მჯერა შენი და გელოდები”, – წერია პოსტში. ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი სალომეს ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე