რეზონანსი
(17.08.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში - სენაკი-ხობის ცენტრალურ მაგისტრალზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 2 პირი დაშავდა და ისინი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. 

ცნობილია, რომ ავტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც, თუმცა ის არ დაშავებულა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

მთავარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე