რეზონანსი
(16.08.2023)

ზუგდიდში, ე. წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით , ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

წყარო: „ipn“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე