რეზონანსი
(16.08.2023)

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ბათუმელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე