რეზონანსი
(16.08.2023)

სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედრის იდენტიფიკაცია მოხდა. როგორც ირკვევა, დაღუპული ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურს აღმოჩნდა.
"გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსადა მოხალისეს. აღარ ვიცი მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა დაარც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული.აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო," - წერს დეაკო ძამაშვილი რაჭის ჯგუფში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



