რეზონანსი
(16.08.2023)

იტალიაში, ქალაქ სირაკუზაში 74 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ტურისტი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო პერსონალმა კაცს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქართველოში მცხოვრები 74 წლის, სირაკუზაში რამდენიმე დღე მეუღლესთან ერთად ისვენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე