
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პაპუნა მარგველაძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება.
„გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილი მიცვალებულებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის. დარჩენილია კურორტ შოვის ტერიტორიაზე ტერიტორიის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში“, - განაცხადა რწმუნებულმა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 26-ს შეადგენს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



