რეზონანსი
(15.08.2023)

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ რომ, „რუსთავი-თელავი-ჟინვალის" მაგისტრალური გაზსადენის 27 კმ-ზე მოხდა გაზსადენის დაზიანება გარეშე ორგანიზაციის მიერ, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა იორმუღანლოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი რათა, უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას არსებული პრობლემა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



