რეზონანსი
(15.08.2023)

საფრანგეთის სამხრეთში ტყის მასშტაბური ხანძარია. უცხოური მედიის ცნობით, ცეცხლი აღმოსავლეთ პირინეის მხარეში 500 ჰექტარს მოედო. ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - ტერიტორიიდხან 2 000-ზე მეტი ადგილობრივი და ტურისტი უკვე გაიყვანეს.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელება ამ დროისთვის კონტროლის ქვეშაა, თუმცა სახიფათო მდგომარეობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

ცნობილია, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი საფრანგეთის სამხრეთით 14 აგვისტოს გაჩნდა და ასობით ჰექტარზე გავრცელდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე