რეზონანსი
(15.08.2023)

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის მეწყერში ოჯახის 9 წევრი დაკარგა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ ეძებს და­კარ­გუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის ცხედ­რებს და რო­დე­საც მათ იპო­ვი­ან, კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რებს

მეთორმეტე დღეა და კიდევ ვეძებ დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და პატარა ტასო, ანასტასია დუდაშვილს. ამდენი ხნის განმავლობაში, არ მაქვს დრო, ვილაპარაკო ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო. დამაცადეთ, დამელოდეთ, მოთმინება იქონიეთ, არაფერს არ დაგიმალავთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მივიყვან ყველას სახლში, მეყოლება ყველა ახლოს, დამელოდეთ ყველას ყველაფერს გაგაგებინებთ დაწვრილებით. მე ვარ ადამიანი, შტერი ადამიანი, რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს, ძალიან გთხოვთ, დამელოდეთ, წინასწარ კომენტარს ნუ გააკეთებთ, რატომ არ ამბობ რაღაცას, რატომ მალავ, რას გულისხმობ," - ამბობს მარიტა გუტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე