რეზონანსი
(15.08.2023)

პოლონეთში ველოსიპედების ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ kresy.pl იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ქართველი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ლომბარდში მოპარული ველოსიპედის ჩაბარებას აპირებდა. ბოროტმოქმედის დაკავება GPS- ლოკატორის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც ველოსიპედზე იყო დამონტაჟებული.
დაკავებულის ზურგჩანთის ჩხრეკისას პოლიციამ სხვა დაშლილი ველოსიპედების ნაწილები აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქართველმა საერთო ჯამში 4 ველოსიპედი მოიპარა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



