რეზონანსი
(15.08.2023)

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილ და-ძმას - სოფო და გიორგი ყარალაშვილებს დღეს დაკრძალავენ.

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს რჩეულ და ღიმილიან ბავშვებს, სოფოს და გიორგის... რა მძიმე და აუტანელია ეს ყველაფერი... ღმერთო რატომ?!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა".

სოფოს და გიორგის მშობლიურ მხარეში - სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დაკრძალავენ.

ცნობისათვის, და-ძმა, სოფო და გიორგი ყარალაშვილები, მეგობართან - დავით ბერიაშვილთან ერთად სტიქიის დროს შოვში იმყოფებოდნენ.

ძებნა-შველის ოპერაციის დროს მაშველებმა სამივე მეგობრის ცხედარს მიაკვლიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე