რეზონანსი
(15.08.2023)

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულებს შორის სულ მცირე სამი ბავშვია, აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



