რეზონანსი
(15.08.2023)

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ერთ- ერთ მოსახვევში შესვლისას მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლამდე, დაშავებული გარდაიცვალა. დაღუპულია 40 წლამდე ახალგაზრდა კაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე