რეზონანსი
(14.08.2023)
ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მოსწავლის მარიამ ბოყოველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდეს ტკივილს განვიცდით. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე, მარიამ ბოყოველი. ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით, ქალბატონებს: ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე. უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!“ - ნათქვამია სასწავლებლის სამძიმრის პოსტში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე