რეზონანსი
(11.08.2023)

როგორც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია.

„საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე