რეზონანსი
(11.08.2023)

სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს. დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს.

ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე