რეზონანსი
(11.08.2023)

შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-9 დღეს სოფო ყარალაშვილის ცხედარიც იპოვეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.

„აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში. სოფოც აღარ გვყავს“, - წერს მაიკო ყარალაშვილი.

სოფო ყარალაშვილი ძმასთან, გიორგი ყარალაშვილთან და მეგობართან, დათო ბერიაშვილთან ერთად იმყოფებოდა შოვში. გიორგის და დათოს ცხედრები მაშველებმა  რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე