რეზონანსი
(11.08.2023)

მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ქრონიკას“ სტიქიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავითარი ტყის გაჩეხვა შოვში არ ყოფილა.

„იქ 100 ტრაქტორზე მეტია და მუშაობს ის ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?! მეწყერმა 2 წუთში დაფარა ყველაფერი. რომ აცხადებენ ტყის გაჩეხვებზე, არავითარი გაჩეხვი არ ყოფილა.

იმ დროს გზაში ვიყავი. ამოვედი და 2 წუთში დაფარული იყო ყველაფერი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე