რეზონანსი
(11.08.2023)

კვარიათში, ზღვაში ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედანაა. ის ზღვაზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყალში შესვლის შემდეგ დიდი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ადგილზე იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მთავარი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



