
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ და სახელოვან შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან. მათ შესწირეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა - როგორი თავდადება გვანახეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა მთავრობის სახელი მადლობა გადავუხადო, ასეთი გმირების გაზრდისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



