
ქართველი ექიმი მაია ჩაკვეტაძე ერთ-ერთია, რომელიც საბერძნეთში დაწყებული გამოძიების მასალებში ფიგურირებს. კუნძულ კრეტაზე სუროგაციის ცენტრში ჩატარებული რეიდის დროს ის არ დაუკავებიათ, თუმცა ბრალი ოფიციალურად წარედგინა. უკანონო სუროგაციისა და სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე სულ რვა ადამიანია დაკავებული. მათ შორის ქალაქ ხანიაში მდებარე კლინიკის დამფუძნებელი, ექიმები და შუამავლები.
მაია ჩაკვეტაძე, რომელსაც ბერძნული გამოძიება დანაშაულებრივი ქსელის ერთ-ერთ რგოლად ასახელებს, საქართველოში სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელია. თავად მაია ჩაკვეტაძის შესახებ კი ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ:
"მაია ჩაკვეტაძე-კომპანიის დამფუძნებელი 2011 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას და მისი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება სუროგაციისა და დონაციის სფეროში კომპანიის წარმატების გარანტია. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ უშვილო წყვილთა გაბედნიერება, რომლებსაც მკურნალობისა და უიმედობის წლები აქვთ გამოვლილი, კომპანიის მთავარ ფუნდამენტს ჩვენი გამოცდილება და წარმატების მაჩვენებელი წარმოადგენს", - აღნიშნულია ჩანაწერში.
რუსთავი 2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



