რეზონანსი
(10.08.2023)

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებს.
"სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი კვლავ იქნა არჩეული რუსული ტერორისტული დარტყმის სამიზნედ", - წერს მალაშკო.
მოგვიანებით მალაშკომ აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



