კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც შოვის ტრაგედიაზე გამოქვეყნებული ფეისბუკ სტატუსის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია, მორიგ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისკენ მიმართული საზოგადოების ნაწილის კრიტიკა ძალიან განიცადა.
მისი თქმით, მიკერძოებული ხალხის აგრესიისგან საზოგადოებამ დაიცვა იგი.
„ეს დღეები ძალიან რთულად გასატარებელი აღმოჩნდა მთელი საქართველოსთვის და ჩემთვისაც, მერე კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ საზოგადოების დასაცავი აღმოვჩნდი ბოროტი და მიკერძოებული ხალხისგან, რომლებმაც ჩემკენ უარყოფითი ენერგია უშურველად მომართეს.
მოვიტყუებ, რომ ვთქვა არ განვიცადეთქო, მაგრამ შოვის ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლთა ტანჯვის წარმოდგენა ყველა სხვა განცდას აბათილებს",- წერს ნიკოლოზ რაჭველი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე