რეზონანსი
(10.08.2023)

ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის 84-ე ნომერი, ქეთევან ჩარკვიანი იქნება.

ქეთევან ჩარკვიანი სამართალმცოდნეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. 2021 წლიდან კი თბილისის მერიაში, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე