რეზონანსი
(08.08.2023)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვრიდან 60 წლამდე კაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.
კაცის ცხედარი ამოცნობილია, ის ადგილობრივს ეკუთვნის.
წყარო: მთავარი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



