რეზონანსი
(07.08.2023)

თბილისში, ლიბანის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ და კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



