
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.
„ჯარის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. იმ დღესვე მოხდა თავდაცვის ძალების მობილიზება სტიქიის ზონაში, მათ ხელთ არსებული თანამედროვე ლოჯისტიკური საშუალებებით. მათ შორის, ასაწყობი ხიდები, საფეხმავლო ხიდებით და რა თქმა უნდა, ჯარის ჩართულობამ დააჩქარა სახმელეთო წვდომა დაზიანების ზონამდე. იცით, ადრე ხორციელდებოდა ვერტმფრენების საშუალებით და დატვირთვა მოდიოდა ვერტმფრენებზე. ჯარის ჩართულობამ დააჩქარა სახმელეთო წვდომა. ასაწყობი ხიდების გაშლასათან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო და ძალიან მოკლე ვადებში მოახერხა რამდენიმე კილომეტრიანი გზის გაჭრა მდინარის ორივე მხარეს და სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე სრული დატვირთვით მიმდინარეობს", - განაცხადა ბერაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



