რეზონანსი
(06.08.2023)

ამ ზაფხულს, სტიქიური უბედურებები იწვევს განადგურებას მთელს მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანგრევს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვისპირეთს ტყის ხანძრები ანადგურებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.

„კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს დაზარალებულებს, საბერძნეთში ხანძრისგან დაზარალებულებით დაწყებული, ფილიპინებში ტაიფუნების მსხვერპლთა დამთავრებული", - წერს ბორელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე