რეზონანსი
(06.08.2023)

სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სტიქიისა და უბედურების აცილება, ნახავდით კადრებსაც, რომ სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაშიც რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს",- აღნიშნა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



