რეზონანსი
(06.08.2023)

შოვ­ში, და­მე­წყრილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ეტაპ­ზე 16 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლის ამოც­ნო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ხერ­ხდე­ბა. და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი დღეს ქუ­თა­ი­სის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რათა მათ ამო­ეც­ნოთ ცხედ­რე­ბი, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გვა­მე­ბი ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ დნმ-ს ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სამი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და კონ­ტაქ­ტზე, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია, თუ მარ­თა­ლი, არ ვიცი, მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. პრო­ზექ­ტუ­რი­დან მოვ­დი­ვართ, ცხედ­რე­ბის ამოც­ნო­ბა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ისი­ნი არ მი­ნა­ხავს, იქ ვე­რაფ­რით შე­ვი­დო­დი, ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­აო, მი­თხრეს. ფო­ტო­ებ­საც ვერ დავ­ხე­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გარ­კვე­ვა. დნმ-ს ანა­ლი­ზი აგ­ვი­ღეს და იქ­ნებ ასე შეძ­ლონ მათი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა.

ჩემი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლებ­ში აღარ წე­რი­ან, დე­დას მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად რთუ­ლია, ყო­ველ 2 წუთ­ში გო­ნე­ბას კარ­გავს და ვე­რა­ვის ცნობს. მა­მაც ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, მან­ქა­ნით დგას შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას და გა­მუდ­მე­ბით ჭოგ­რი­ტით ათ­ვა­ლი­ე­რებს არე­მა­რეს, იქ­ნებ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს, ან ამო­იყ­ვა­ნონ.

ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი. ჩემი ძმა - გიგი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, იუ­რი­დი­ულ­ზე აბა­რებ­და რო­ბა­ქი­ძე­ში და ქუ­ლე­ბის და­დე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ ჩე­მე­ბი. დე­დას და­უ­რე­კეს, რომ კარ­გი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და, ჩემ­თან და­რეკ­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს. ჩემი და - მე­გიც რო­ბა­ქი­ძის იუ­რი­დი­უ­ლის მა­გის­ტრის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. და­კარ­გუ­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი ორი­ვე ეკო­ნო­მის­ტე­ბი არი­ან - 24 და 20 წლის (სტუ­დენ­ტია). ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ და ზა­ფხუ­ლო­ბით ერ­თად ვა­ტა­რებთ დროს. მათ­თან ერ­თად იყო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ნატო ჭე­ლი­ძე სამ პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად, სულ 9 ოჯა­ხის წევ­რი დავ­კარ­გე. ასე­ვე ნა­თე­სა­ვი - გე­ნა­დი სულ­თა­ნიშ­ვი­ლიც და­კარ­გუ­ლია“- განუცხადა "ამბებს" მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილმა, რომელიც ოჯახის 9 წევრს ამ წუთამდე ეძებს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე