რეზონანსი
(05.08.2023)

ყველა ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და მიმდინარეობს ამოცნობილი სამუშაოები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება.

მისი თქმით, სამედიცინო ბრიგადები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობენ დაკარგულების ოჯახებთან და ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ მათ.

„აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ღამეც და მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული მძიმე ტექნიკა. იქნებ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენი ბრიგადები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები, სამედიცინო მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმები ადგილზეც მუშაობენ რამდენიმე ლოკაციაზე. ასევე, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობენ დაკარგულების ოჯახებთან და ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ მათ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე