რეზონანსი
(05.08.2023)

ბულგარეთის საელჩო შოვში მეწყრის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"შეძრწუნებული ვართ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყრის ამბებით. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ქართველ ხალხთანაა. დაშავებულების სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. 20-ზე მეტის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩრთულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი და ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე