
ამ დრომდე გრძელდება ძებნა შოვში დედის, ნატო ჭელიძისა და მის სამი შვილის - ლუკას, ანდრიას და ანასტასია დუდაშვილების ძებნა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებში ბავშვების მამაც ჩართულია. სხვა სიახლე ამ ეტაპისთვის არ აქვთ.
„არაფერი სიახლე არ გვაქვს. გადავიდა ამ ბავშვების მამაც და ეძებს თვითონაც. მეტი ინფორმაცია ჩვენ არა გვაქვს" - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „ambebi.ge"-ს
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო „სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



