რეზონანსი
(05.08.2023)

შოვში, სტიქიის ადგილზე 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საგანგებო შტაბი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერიაშია განთავსებული.
სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ.
დღეს შტაბის წევრები დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდებიან. მათთვის ძალაში რჩება შეთავაზება ვერტმფრენით ტერიტორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



