რეზონანსი
(04.08.2023)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



