რეზონანსი
(04.08.2023)

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრით საქართველოს ხალხთან ვართ და წარმატებული სამაშველო ძალისხმევის იმედი გვაქვს", - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



