რეზონანსი
(04.08.2023)

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 25 წლის მურო წოწერია ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნაწვიმარ გზაზე მომავალ ავტომანქანას ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა, გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: digest.pia.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



