რეზონანსი
(04.08.2023)

ამერიკის საელჩო საქართველოში, რაჭაში განვითარებულ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება. საელჩო მომხდარის შესახებ მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



