რეზონანსი
(04.08.2023)

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახს ეძებენ - არსებული ინფორმაციით, სტიქიის დროს ოჯახის სამი წევრი, დედა და და-ძმა, კოტეჯების ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მათთან კონტაქტი მას შემდეგ არ ჰქონიათ, რაც რეგიონში მეწყერი ჩამოწვა.
თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას დაკარგულებთან დაკავშირებით, ოჯახის ახლობელს დაუკავშირდით ნომერზე - 551122822.
რაჭაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულტა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, იძებნება 25 ადამიანი, მათთან ამ დრომდე ვერ ხერხდება კონტაქტის დამყარება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



