
შოვში კიდევ ერთი დაკარგულის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაცია დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს. 30 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



