რეზონანსი
(04.08.2023)

რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. თათბირს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას მათ შორის, ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.

მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე