რეზონანსი
(04.08.2023)

სრულ­იად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე რა­ჭა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„მთე­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და ჩვენც შეშ­ფო­თე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს რა­ჭა­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და, ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში, დი­დად ვწუხ­ვართ გარ­დაც­ვლილ­თა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა გამო. რა თქმა უნდა, მორ­წმუ­ნე­ნი ლოც­ვით შე­წევ­ნას გუ­შინ­დე­ლი დღი­დან­ვე აღავ­ლე­ნენ, მაგ­რამ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ამი­ტო­მაც გთხოვთ ყვე­ლას, მათ და­სახ­მა­რებ­ლად 12-ჯერ ვთქვათ: „მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე, კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო, რათა რო­მელ­ნი ესე შენ გე­სავთ, არა და­ვეც­ნეთ, არა­მედ გან­ვერ­ნეთ წი­ნა­აღ­მდგომ­თა მტერ­თა­გან, რა­მე­თუ შენ ხარ ცხოვ­რე­ბა ნა­თე­სა­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნე­თა­სა" ამინ! ასე­ვე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალ­მუ­ნი. ღმერ­თმა მშვი­დო­ბით აკურ­თხოს სა­ქარ­თვე­ლო და ყო­ველ­ნი მკვიდ­რნი მას შინა." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შოვ­ში, მე­წყე­რი გუშინ ჩა­მოწ­ვა. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 6 პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე