რეზონანსი
(04.08.2023)

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. ად­გილ­ზე 150-მდე მაშ­ვე­ლი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ მე­წყრის ზო­ნი­დან მათ 140 მო­ქა­ლა­ქე უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ არი­ან ისე­თე­ბი, ვის­თა­ნაც კავ­ში­რი ამ დრომ­დე არ აღ­დგე­ნი­ლა.

მეგი გუ­ტაშ­ვი­ლი, მისი ძმა, გიგი გუ­ტაშ­ვი­ლი და მათი სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი. ამის შე­სა­ხებ და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ახ­ლო­ბელ­მა გან­გვი­ცხა­და.

„მათ იქ კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­დათ, რო­გორც ვიცი, ახლა ეს კო­ტე­ჯე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. კავ­ში­რი არ არის, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­გის და მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი და მისი დედ-მამა" - გვე­უბ­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

შოვ­ში, მე­წყე­რი დღეს ჩა­მოწ­ვა. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ორი პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე