რეზონანსი
(04.08.2023)

კასპში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,მიცუბიშის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

ავტომანქანა, რომლითაც 9 პირი გადაადგილდებოდა, კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ გუდალეთიდან ბრუნდებოდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა სამსახურის კასპის განყოფილების მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.

,,ინტერპრესნიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე