რეზონანსი
(03.08.2023)

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.

„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ორი ვერტმფრენი მუშაობს და იმუშავებენ, ვიდრე ყველა მოქალაქე არ იქნება გამოყვანილი სტიქიის ზონიდან", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე